სამხატვრო და არქიტექტურული მოწყობილობების საწარმო "მაუნთ ჰილი"  2011 წელს შეიქმნა საქართველოში. პროდუქციის უნიკალურობიდან და მაღალი ხარისხიდან გამომდინარე საწარმო სწრაფად განვითარდა და  მომდევნო წელს უკვე რამდენიმე მოდელი ჩაშვა გაყიდვაში.

უკვე 10 წელზე მეტია „მაუნთ ჰილი“ აწარმოებს ევროპული სტანდარტის, პრემიუმ კლასის პროდუქციას, რომლის ასორტიმენტი მუდმივად მზარდია. პროდუქციის ინჟინრები პერმანენტულად ამატებენ და აუმჯობესებენ კონფიგურაციებს. წარმოების პროცესში ხდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენება, რაც პროდუქტის საუკეთესო ხარისხს განაპირობებს. დღეს "მაუნთ ჰილის" პროდუქტები წარმოდგენილია მუზეუმებში, სამხატვრო სტუდიებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მრავალ კომპანიისა თუ ორგანიზაციის შოურუმსა თუ სააპრეზენტაციო ღონისძიებაზე.

„მაუნთ ჰილის“ შთაგონება არის მხოლოდ წინ - განვითარებისკენ სვლა, რაც გაუმჯობესებისკენ უწყვეტ მოძრაობას გულისხმობს; ამიტომ გვიხარია და ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი საქმიანობით და ჩვენი ნაწარმით, ჩვენთან ერთად, თქვენც ხარობთ.