საგარანტიო პირობები

მუდმივი გარანტია (Lifetime Warranty)

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ნამუშევრების ხარისხით. თუ Mount Hill-ის პროდუქტს აღმოაჩნდება დეფექტი, რომელიც გამოწვეულია მასალის ან წარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზით და არ შეესაბამება ბრენდის ხარისხის სტანდარტებს, კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის სრულ აღდგენას, შეკეთებას ან ახლით ჩანაცვლებას.

რას მოიცავს გარანტია:

  • კონსტრუქციული მედეგობა: გარანტია ვრცელდება მოლბერტების, სტუდიის დამზმარე მოწყობილობებზე და სხვა ინვენტარის ძირითად კარკასზე და მის მდგრადობაზე.

  • ლითონის ნაწილები და მექანიზმები: მოძრავი დეტალების, დამჭერების, სახელურებისა და ფუნქციური სამაგრების ქარხნული წუნის უფასო აღმოფხვრა ან შეცვლა.

რაზე არ ვრცელდება გარანტია:

  • პროდუქტის არასწორი ან არამიზნობრივი გამოყენებით გამოწვეულ დაზიანებებზე (მაგ. მექანიკური დარტყმა, გატეხვა, დასველება).

  • ხის ბუნებრივ ცვეთაზე, რომელიც გამოწვეულია დროთა განმავლობაში ზედაპირის ნაკაწრებით, საღებავის ან ზეთის ფენის ბუნებრივი ცვლილებით.

  • ინსტრუქციის დარღვევით შენახვის ან ტრანსპორტირების პირობების დარღვევისას (მაგ. ნესტიან გარემოში ან ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად დატოვება).