კონფიდენციალობის პოლიტიკა
კონფიდენციალობის პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა აღწერს „მაუნთ ჰილში“ მოქმედ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას არასანქცირებული წვდომისა და არამართლზომიერი გამოყენებისგან.
დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას იმ მონაცემების შესახებ, რომლებსაც კომპანია აგროვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პოლიტიკის მიზანია მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ჩვენი ვალდებულება
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ:
-
დავიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არასანქცირებული წვდომისა და არამართლზომიერი გამოყენებისგან;
-
არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს კანონის საწინააღმდეგოდ;
-
მოგაწვდით სრულ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, თქვენი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საფუძველზე. კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მათ შორის:
-
რომელი მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
-
რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
-
რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
-
ვის, რა საფუძვლით და რა მიზნით გადაეცა თქვენი მონაცემები.
თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი.
თქვენი უფლებები
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების:
-
გასწორება;
-
განახლება;
-
დამატება;
-
დაბლოკვა;
-
წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან მათი დამუშავება განხორციელდა კანონის დარღვევით.
ასევე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის (სარეკლამო შეტყობინებების) მიზნებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კომპანიას შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი ვალდებულება შეინახოს გარკვეული მონაცემები (მაგალითად, საგადასახადო ან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე), რის გამოც მათი დაუყოვნებლივი წაშლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის:
-
თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა;
-
თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა (მაგალითად, შეკვეთის ადგილზე მიტანის უზრუნველსაყოფად);
-
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები.
კომპანია ამუშავებს მონაცემებს მხოლოდ კონკრეტული და განსაზღვრული მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია მომსახურების ხარისხიან გაწევასა და ბიზნეს საქმიანობასთან, თქვენი უფლებებისა და ინტერესების სრული დაცვით.