H-Frame
H Frame

 

 

Various
სხვადასხვა

 

როგორ ავირჩიოთ მოლბერტი

მოლბერტის არჩევისას, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში:


ნამუშევრის ზომა

მოლბერტი კარგად უნდა ერგებოდეს თქვენი ნამუშევრის ზომას. თუ პატარა ტილოებზე მუშაობთ, შეიძლება საკმარისი იყოს მაგიდის მოლბერტი. თუმცა, შედარებით დიდი ტილოებისთვის დაგჭირდებათ იატაკზე დასადგამი მოლბერტი, რომელიც შეესაბამება ნამუშევრის წონასა და ზომას.

 

სიმყარე

კარგი მოლბერტი უნდა უზრუნველყოფდეს სტაბილურ საყრდენს თქვენი ნამუშევრისთვის. დარწმუნდით, რომ მოლბერტი არის მტკიცე და კარგად აწყობილი, განსაკუთრებით თუ მძიმე ან დიდ ტილოებზე მუშაობთ. ყურადღება მიაქციეთ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა რეგულირებადი სიმაღლის და დახრის მექანიზმები, ასევე დააკვირდით ფართობს რომლითაც სტაბილურობის გასაუმჯობესებლად ეყრდნობა საფუძველს (იატაკი).

 

მედიუმის (საღებავის) ტიპი

სამხატვრო მოლბერტი მისი მახასიათებლების მიხედვით განკუთვნილია შესაბამისი ტიპის მედიუმისთვის. გაითვალისწინეთ საღებავის ტიპი და ხატვის ტექნიკა რომლითაც ქმნით და აირჩიეთ შესაფერისი კონფიგურაციის მოლბერტი. მაგალითად, თუ მუშაობთ აკვარელებთან, შეიძლება დაგჭირდეთ მოლბერტი, რომელსაც შეუძლია სახატავი ზედაპირის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაფიქსირება. პასტელისთვის საჭიროა, რომ მოლბერტს შეეძლოს სახატავი ზედაპირის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაფიქსირება ან ნეგატიური კუთხით დახრა (მხატვრისკე გადმოხრა), რათა პასტელის გამოუყენებელი პუდრი ნახატზე არ დაცვივდეს. ზეთის საღებავებით ხატვისას, სინათლის ანარეკლების მეტად გასაკონტროლებლად კარგია, როცა მოლბერტს გააჩნია სინათლის წყაროსთან მიმართებით კუთხის რეგულირების ფუნქცია.

 

მოქნილობა

თუ მუშაობთ დეტალურ ნახატებზე, შეარჩიეთ მოლბერტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ იოლად დაარეგულიროთ ტილოს კუთხე და სიმაღლე. ეს საშუალებას მოგცემთ, ადვილად მიუდგეთ ნამუშევრის სხვადასხვა მონაკვეთს და ხატოთ კომფორტულად

 

პორტატულობა

თუ გეგმავთ მოლბერტის ხშირად გადაადგილებას ან მუშაობას სხვადასხვა ადგილას, განიხილეთ პორტატული მოლბერტი, რომელიც იქნება მსუბუქი და ადვილად ტრანსპორტირებადი. დააკვირდით ისეთი ფუნქციებს, როგორიცაა დასაკეცი ფეხები ან კომპაქტური დიზაინი.

 

პირადი შეხედულება

საბოლოო ჯამში, აირჩიეთ მოლბერტი, რომელიც შეესაბამება თქვენს პირად მიზანშეწონილობას და მუშაობის სტილს. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მოლბერტის სიმაღლე და ტილოს საყრდენის ტიპი. ასევე მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამატებითი ფუნქცია, რამელიც ხელს შეგიწყობთ ხატვის პროცესში. გახსოვდეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია სცადოთ სხვადასხვა ტიპის მოლბერტი და გაითვალისწინოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები.

 

რა განასხვავებს სამხატვრო მოლბერტს საპრეზენტაციოსგან

სამხატვრო მოლბერტს, ტილოს უძრავ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად უნდა ჰქონდეს ორი საყრდენი, ზედა და ქვედა. საპრეზენტაციო მოლბერტს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი, ქვედა საყრდენი. თუ პრეზენტაცია ღია ცის ქვეშ ტარდება, სასურველია იმისთვის, რომ ქარმა არ გადმოაგდოს მოლბერტზე მოთავსებული საპრეზენტაციო საგანი, მოლბერტს ჰქონდეს ორი, ზედა და ქვედა დამჭერი.

ყველა მოლბერტის ნახვა

facebook instagram